Sunday, September 25, 2016

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ვისწავლე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. კერძოდ:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

პროექტის სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, September 20, 2016

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა შეფასების სტრატეგიები რამდენიმე  თვალსაზრისით. ასევე, ვისწავლეთ, რომ შეფასების სტრატეგიები უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს. შეფასების ფორმები უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. შეფასების მეთოდები უნდა იყოს მრავალფეროვანი. შეფასების რუბრიკა და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს დაწერილი მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე.

Sunday, September 18, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. კერძოდ: 
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში ([Module5][References] Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

Tuesday, September 13, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურად მოსწავლეების შეფასებისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ვისწავლე როგორ გამოვიყენო ინტერნეტი პროექტებში. შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია. პროექტის გეგმებში შევიტანე საჭირო ცვლილებები. გავეცანი powerpoint-ით პრეზენტაციის გაკეთების ხერხებს.

მოსწავლის სავარჯიშო პრეზენტაცია

Sunday, September 11, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

Tuesday, September 6, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

       ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  ტრენერმა განიხილა შეფასების სისტემა თავისი კომპონენტებით. ბლუმის ტაქსონომიის დონეები გავარჩიეთ დაბალი სააზროვნო უნარებით დაწყებული მაღალი სააზროვნო უნარებით დამთავრებული. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.                                   

Sunday, September 4, 2016

პორველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
ტრენინგის პირველ დღეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ვნახეთ PowerPoint-ის გამოყენებით მომზადებული პრეზენტაცია " პროექტებით სწავლება". ტრენერმა ისაუბრა მოდულის შესახებ,განიხილა თუ რას გულისხმობს პროექტებით სწავლება, რა  პროდუქტები უნდა შევქმნათ ტრენინგის განმავლობაში და სხვ. ბოლოს, ტრენერმა მოგვცა დავალება შევსულიყავით ელ-ფოსტაზე და მისი ბლოგიდან ჩამოგვეტვირთა ინტერნეტ-სახელმძღვანელო პროექტებით სწავლების შესახებ.
ტრენინგის მეორე დღეს შევქმენით საქაღალდე-პორტფოლიო სადაც შევიტანეთ ისეთი მონაცემები როგორიცაა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო პროექტის დამხმარე მასალები, კურსის რესურსები, შეფასების რუბრიკა და სხვა. ტრენერმა მოგვცა დავალება წაგვეკითხა პირველი მოდული მთლიანად და მეორე მოდულის პირველი აქტივობა.